ავტორიზაცია

"მინდა ისევე დავეხმარო ვაისს, როგორც ის დამეხმარა" - კანკავა სლოვანში ტრანსფერზე

"მინდა ისევე დავეხმარო ვაისს, როგორც ის დამეხმარა" - კანკავა სლოვანში ტრანსფერზე
თარიღი 17 ივნ 2021, 19:47

საქართველოს ნაკრების კაპიტანი და ვიცე-კაპიტანი, ჯაბა კანკავა და გურამ კაშია კარიერას ბრატისლავის სლოვანში გააგრძელებენ.

ჯვაროსანთა 35 წლის ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"სლოვანი ტრადიციული და დიდი კლუბია. აქ თამაშს მოუთმენლად ველოდები. მინდა ყველაფერი გავაკეთო და ჩემი თვისებები მოედანზე ვაჩვენო. ვენდობი მწვრთნელ ვაისს და მის ხედვას, მსურს, მას დავეხმარო ისევე, როგორც მანამდე ის დამეხმარა," - განაცხადა ჯაბა კანკავამ.

საქართველოს ნაკრების ორივე ფეხბურთელმა სლოვან ბრატისლავასთან 1+1 სისტემით გააფორმეს კონტრაქტი.

"ორივე მათგანს თვალდახუჭული ვენდობი" - ვაისი კანკავას და კაშიას ტრანსფერზე