ავტორიზაცია

"ორივე მათგანს თვალდახუჭული ვენდობი" - ვაისი კანკავას და კაშიას ტრანსფერზე

"ორივე მათგანს თვალდახუჭული ვენდობი" - ვაისი კანკავას და კაშიას ტრანსფერზე
თარიღი 17 ივნ 2021, 19:17

საქართველოს ნაკრების კაპიტანი და ვიცე-კაპიტანი, ჯაბა კანკავა და გურამ კაშია კარიერას ბრატისლავის სლოვანში გააგრძელებენ.

იქ მათი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი იქნება, რომელთან ერთადაც ეროვნულ ნაკრებში 5 წლის განმავლობაში მუშაობდნენ.

"ჯაბა კანკავას და გურამ კაშიას თვალდახუჭული ვენდობი, ისინი ჩემი ნაკრებში მუშაობის პერიოდში დიდ საქმეს აკეთებდნენ. არცერთია პატარა ასაკის, თუმცა ორივეს უდიდესი გამოცდილება აქვს, რაც ძალიან გამოგვადგება ჩემპიონატსა და ევროტურნირებზე," - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

ორივე ფეხბურთელმა სლოვაკურ კლუბთან 1+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმა.

რატომ არ შედგა სიჭინავას ტრანსფერი დინამო კიევში?

"ნეფტჩის შეუძლია დინამო თბილისის დამარცხება", - სამტრედიას ფეხბურთელი