ავტორიზაცია

"ნეფტჩის შეუძლია დინამო თბილისის დამარცხება", - სამტრედიას ფეხბურთელი

"ნეფტჩის შეუძლია დინამო თბილისის დამარცხება", - სამტრედიას ფეხბურთელი
თარიღი 17 ივნ 2021, 13:54

"სამტრედიას" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, იბრაჰიმ გადირზადემ Azerisport-თან საუბარში თბილისის "დინამო" - ბაქოს "ნეფტჩის" წყვილზე ისაუბრა:

"ის, რომ პირველი შეხვედრა გაიმართება თბილისში, სულ არ არის უპირატესობა რომელიმე გუნდისთვის, რადგან ფრთხილი თამაში იქნება.

ჩემი აზრით, ნეფტჩის შეუძლია დინამოს ბარიერის გადალახვა, რადგან უკანასკნელმა მატჩებმა აჩვენა, რომ გუნდი საკმაოდ კარგ ფორმაშია.

თბილისური გუნდის სასარგებლოდ კი თამაშობს ის ფაქტი, რომ საქართველოს ჩემპიონატი ახლაც მიმდინარეობს, რაც ხაზს უსვამს მოთამაშეების მზადყოფნას.

ამის გარდა, ცხადაძის დანიშნვის შემდეგ, ქართული გუნდი კონტრ-შეტევებზე უფრო სახიფათო გახდა", - განაცხადა აზერბაიჯანელმა.

შეგახსენებთ, "ლურჯ-თეთრები" აზერბაიჯანალებს მიიღებენ 7 ივლისს, განმეორებითი შეხვედრა კი 14 ივლისს გაიმართება.

რატომ არ შედგა სიჭინავას ტრანსფერი დინამო კიევში?

ვის შეხვდება დინამო თბილისი ბაქოს ნეფტჩის ბარიერის დაძლევის შემთხვევაში?