ავტორიზაცია

რატომ არ შედგა სიჭინავას ტრანსფერი დინამო კიევში?

რატომ არ შედგა სიჭინავას ტრანსფერი დინამო კიევში?
თარიღი 17 Jun 2021, 12:05

როგორც მოგეხსენებათ, ნიკა სიჭინავა გადავიდა "კოლოსში", რომელთან ერთადაც ის კონფერენს ლიგაზე თამაშს შეძლებს.

ქართველ თავდამსხმელს ჰყავდა სხვა მსურველებიც, მაგალითად, ყაზანის "რუბინი", "ფეჰერვარი", ტირასპოლის "შერიფი", 2019 წლის დეკემბერში კი მისი სახელი კიევის "დინამოსაც" დაუკავშირეს.

კოვალივკური გუნდის ფორვარდი იმ დროს თამაშობდა "ინგულეცში" და უკრაინის უმაღლეს დივიზიონში აღზევებისთვის იბრძოდა.

26-წლის შემტევმა მიზანს მიაღწია - პეტროველები გადავიდნენ ერთი საფეხურით მაღლა, თავად ფეხბურთელი კი გახდა ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი.

რაც შეეხება უკრაინული ფეხბურთის ფლანგმანის მხრიდან წამოსულ ინტერესს, Dynamo.kiev.ua წერდა, რომ კლუბი "ყვითლების" 49-ე ნომრის სანაცვლოდ ჩამოდიოდა 750 ათას ევროს, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა.

კიროვოგრადული კლუბის პრეზიდენტმა სიჭინავას სანაცვლოდ მოითხოვა უფრო დიდი თანხა, რომელიც "თეთრ-ლურჯებმა" არ გაიმეტეს.

"კალაძესთან ერთად მივრბოდი და ის თავით თოვლში ჩავარდა", - დინამო კიევის ექს-ფეხბურთელი

ოფიციალურად: სიჭინავა კონფერენსლიგის გუნდში გადავიდა