ავტორიზაცია

"მატჩების წინ, ზეწოლის გამო, მესი ხშირად აღებინებდა", - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელი

"მატჩების წინ, ზეწოლის გამო, მესი ხშირად აღებინებდა", - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელი
თარიღი 17 ივნ 2021, 21:25

"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, იბრაჰიმ აფელაიმ იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ აღებინებდა მისი ექს-თანაგუნდელი, ლიონელ მესი ზეწოლის შეგრძნების გამო მატჩების წინ.

"თამაშის დაწყებამდე ყველა ფეხბურთელი ძალიან სერიოზულია. როცა გასახდელში შედიხარ, ფიქრობ: "ვინმეს ოჯახის წევრი გარდაეცვალა თუ რამე საშინელება მოხდა?". ყველა ჩუმადაა, სერიოზულია", - ციტირებს ჰოლანდიელის სიტყვებს Voetbal Primeur.

"მესისაც ჰქონდა პრობლემები მატჩების წინ ზეწოლის გამო. მასზე ზეწოლა იმდენად სერიოზული გახლდათ, რომ მოედანზე გასვლის წინ ხშირად შედიოდა საპირფარეშოში და აღებინებდა. ზოგჯერ ეს ბურთის გათამაშების წინაც კი ხდებოდა".

"მსოფლიოში არასოდეს იქნება მესის მსგავსი ფეხბურთელი, მან ყველაფერს მიაღწია, მაგრამ ისიც ადამიანია, რომელსაც უკვე აღარაფერი აქვს დასამტკიცებელი, მაგრამ პასუხისმგებლობის გამო უჭირს. ვფიქრობ, ეს რაღაცას ნიშნავს", - დასძინა კატალონიელთა ექს-ფეხბურთელმა.

აფელაი "ბარსაში" 2010 წლიდან 2015 წლამდე ირიცხებოდა. გუნდთან ერთად მან ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი, უეფას სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

"უარს არ მივიღებ!", - ლაპორტა მესის ბარსელონაში დარჩენის შესახებ