ავტორიზაცია

"სამუდამოდ დარჩები რეალის ლეგენდად", - კასილასი რეალიდან რამოსის წასვლას გამოეხმაურა

"სამუდამოდ დარჩები რეალის ლეგენდად", - კასილასი რეალიდან რამოსის წასვლას გამოეხმაურა
თარიღი 17 ივნ 2021, 22:25

"რეალის" ყოფილმა გოლკიპერმა, იკერ კასილასმა ყოფილი თანაგუნდელის, სერხიო რამოსის მიმართ თბილი სიტყვები არ დაიშურა.

მოგეხსენებათ, 35 წლის უკანახაზელმა დღეს "სამეფო კლუბიდან" წასვლის წინ გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენცია გამართა.

"დღეს სახლს ტოვებ, ჩემო მეგობარო. მაგრამ სამუდამოდ დარჩები "რეალის" ლეგენდად. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო შეთან ამდენი კარგი მომენტის გაზიარება. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ მომავალში. ტაშს გიკრავ. დიდი გული გაქვს", - წერს იკერი სოციალურ ქსელში.

რამოსი "რეალის" ღირსებას 2005 წლიდან იცავდა, ამ ზაფხულს მას კლუბთან კონტრაქტის ვადა ეწურება. გუნდთან ერთად მან 22 ტიტული მოიგო.

2020/21 წლების სეზონში სერხიომ მადრიდელთა რიგებში 21 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი პასი გააკეთა.

რამოსის შეძენა 3 ევროპულ გრანდს სურს, მთავარი ფავორიტი გამოკვეთილია — AS