ავტორიზაცია

"სევილიას ვარიანტზე არ ვფიქრობ, რაც შეეხება ბარსელონას - კატეგორიულად არა", - სად გადავა რამოსი?

"სევილიას ვარიანტზე არ ვფიქრობ, რაც შეეხება ბარსელონას - კატეგორიულად არა", - სად გადავა რამოსი?
თარიღი 17 ივნ 2021, 23:06

"რეალის" კაპიტანმა, სერხიო რამოსმა საკუთარ მომავალზე განცხადება გააკეთა.

მოგეხსენებათ, 16 ივნისს, მადრიდულმა კლუბმა 35 წლის ესპანელის კლუბიდან წასვლა ოფიციალურად დაადასტურა.

"მთელი ამ დროის განმავლობაში სხვა კლუბებზე არც კი მიფიქრია. იანვრიდან შემეძლო მოლაპარაკებების გამართვა, რაღაც კონტაქტები იყო, კლუბები ინტერესდებოდნენ. თუმცა, "რეალიდან" წასვლაზე არ მიფიქრია. ახლა შესაფერის ვარიანტს მოვძებნი".

"სევილია" - კიდევ ერთი კლუბი, რომელიც სამუდამოდ არის და იქნება ჩემს გულში, იქ ბრწყინვალე პერიოდი მქონდა. მაგრამ ახლა ამ ვარიანტზე არ ვფიქრობ. "ბარსელონას" რაც შეეხება - კატეგორიულად არა", - თქვა ესპანელმა პრესკონფერენციაზე.

აქამდე გავრცელებული ცნობით, რამოსით "მანჩესტერ სიტი", "პსჟ" და "მანჩესტერ იუნაიტედი" არიან დაინტერესებულები.

2020/21 წლების სეზონში გამოცდილმა უკანახაზელმა 21 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი პასი გააკეთა.

"მეტია, ვიდრე კაპიტანი", - სერხიო რამოსს ბენზემაც დაემშვიდობა