ავტორიზაცია

"მეტია, ვიდრე კაპიტანი", - სერხიო რამოსს ბენზემაც დაემშვიდობა

"მეტია, ვიდრე კაპიტანი", - სერხიო რამოსს ბენზემაც დაემშვიდობა
თარიღი 17 ივნ 2021, 23:00

"რეალის" თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ გუნდის კაპიტან სერხიო რამოსის წასვლაზე განცხადება გააკეთა.

"მეტია, ვიდრე კაპიტანი, ჩემი მეგობარია, ძმა. მადლობა შენ ყველა იმ მომენტისთვის, იმისათვის, რაც ერთად გავიარეთ ამ გზაზე, რომელმაც "რეალს" ამდენი წარმატება მოუტანა".

"ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ, ლეგენდავ", - წერს ფრანგი სოციალურ ქსელში.

რამოსი "რეალის" ღირსებას 2005 წლიდან იცავდა, ამ ზაფხულს მას კლუბთან კონტრაქტის ვადა ეწურება. გუნდთან ერთად მან 22 ტიტული მოიგო.

2020/21 წლების სეზონში სერხიომ მადრიდელთა რიგებში 21 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი პასი გააკეთა.

"სამუდამოდ დარჩები რეალის ლეგენდად", - კასილასი რეალიდან რამოსის წასვლას გამოეხმაურა

"კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდი ლეგენდა მიდის", - ოზილი რეალიდან რამოსის წასვლას გამოეხმაურა