ავტორიზაცია

გატუზო ტოტენჰემს ვერ ჩაიბარებს - როგორც ჩანს, შეთანხმება ფანების უთანხმოებამ ჩაშალა

გატუზო ტოტენჰემს ვერ ჩაიბარებს - როგორც ჩანს, შეთანხმება ფანების უთანხმოებამ ჩაშალა
თარიღი 18 ივნ 2021, 12:43

„ნაპოლის“ ექს-მწვრთნელი, ჯენარო გატუზო, რომელმაც „ფიორენტინა“ დანიშვნიდან 23 დღეში, ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო დატოვა, ლონდონის „ტოტენჰემს“ არ ჩაიბარებს.

ამის შესახებ ინფორმაციას The Athletic იუწყება და ადასტურებს ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანოც.

იტალიელმა მწვრთნელმა „ტოტენჰემთან“ მოლაპარაკებები წამოიწყო და თავდაპირველად, მხარეებს შორის დადებითი საუბრები გაიმართა. თუმცა, კლუბის ქომაგებმა სოციალური ქსელი ჰეშთეგით #NoGattuso (არა გატუზოს) ააფეთქეს და არ არის გამორიცხული, რომ „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობისთვის ეს იტალიელისთვის უარის თქმის მთავარი მიზეზი აღმოჩNდა.

„ტოტენჰემში“ დანიშვნასთან ძალიან ახლოს იყო „რომას“ ყოფილი მწვრთნელი, პაულუ ფონსეკა, რომელთან მოლაპარაკებებიც ფინანსური უთანხმოების გამო ჩაიშალა. 

ამრიგად, „ტოტენჰემის“ მწვრთნელის ძებნა ჯერჯერობით ისევ უშედეგოდ გრძელდება.
 

უკვე ოფიციალურად: დანიშნვიდან 22 დღის შემდეგ, გატუზომ ფიორენტინა დატოვა