ავტორიზაცია

უკვე ოფიციალურად: დანიშნვიდან 22 დღის შემდეგ, გატუზომ ფიორენტინა დატოვა

უკვე ოფიციალურად: დანიშნვიდან 22 დღის შემდეგ, გატუზომ ფიორენტინა დატოვა
თარიღი 17 ივნ 2021, 12:28

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ჯენარო გატუზომ ფლორენციის "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.

აღსანიშნავია, რომ იტალიელი დამრიგებელი აღნიშნულ პოსტს სულ რაღაც 22 დღე ინარჩუნებდა. სად გააგრძელებს "მილანის" ექს-თავკაცი მუშაობას ჯერჯერობით უცნობია.

აპენინელი მწვრთნელის "იებიდან" ნაადრევი წამოსვლის მიზეზად სახელდება უთანხმოება კლუბის ხელმძღვანელობასთან.

უფრო კონკრეტულად კი "რინოსა" და "ვიოლას" უფროსობას შორის იყო აზრთა სხვადასხვაობა კლუბის სატრანსფერო მიზნების თაობაზე.

შეგახსენებთ, "არტემიო ფრანკიზე" გადმოსვლამდე, 43-წლის დამრიგებელი მუშაობდა "ნაპოლიში", რომელთან ერთადაც მან კოპა იტალია მოიგო.

უფრო ადრე კი გატუზოს რეზიუმეში ფიგურირებდა "როსონერი", "პალერმო", "პიზა", "სიონი" და "ოფი". იტალიელი თავკაცი ხანმოკლე პერიოდით აგრეთვე "შავ-წითლების" პრიმავერაშიც მუშაობდა.

ტოტენჰემი შესაძლოა გატუზომ გაწვრთნას

რიბერის ფიორენტინასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს