ავტორიზაცია

"განიხილებიან არველაძე და კეირუში", - ქართველ მწვრთნელს სანაკრებო ფეხბურთში მსურველი ჰყავს

"განიხილებიან არველაძე და კეირუში", - ქართველ მწვრთნელს სანაკრებო ფეხბურთში მსურველი ჰყავს
თარიღი 19 Jun 2021, 12:08

შოთა არველაძემ ტაშკენტის "ფახთაქორი" დატოვა გასული წლის ბოლოს და იმის შემდეგ, მისი სამწვრთნელო საქმიანობა არ განახლებულა.

Sports.uz-ის თანახმად, ქართველი სპეციალისტის სამსახურით უზბეკეთის ფეხბურთის ფედერაცია არის აქტიურად დაინტერესებული.

უკვე გადაწყვეტილია, რომ "თეთრებს" დატოვებს ამჟამინდელი თავკაცი, ვადიმ აბრამოვი, პრესა კი თავის მხრივ ასახელებს ადგილობრივ კანდიდატურებს, მათ შორის თემურ კაპაძეს, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ ნაკრებს უცხოელი ჩაიბარებს.

"ტრაბზონსპორის" ყოფილი დამრიგებლის გარდა, ცენტრალურ აზიელები აგრეთვე კარლოს კეირუშის კანდიდატურასაც განიხილავენ.

შეგახსენებთ, 48-წლის მწვრთნელი "ფახთაქორში" მუშაობდა 2017-2020 წლებში და ამ დროის განმავლობაში მან გუნდს ხუთი ტიტული მოაგებინა.

არველაძემ ორჯერ იზეიმა უზბეკეთის ჩემპიონობა, ორჯერ აღმართა უზბეკეთის თასი, ერთხელაც უზბეკეთის ლიგის თასი.

შოთა არველაძე ქეცბაიას წარმატებას გამოეხმაურა

ლორიამ კინაღამ აჯობა - გავიხსენოთ კრისტიან ერიქსენის გოლი საქართველოს კარში