[VIDEO] ლორიამ კინაღამ აჯობა - გავიხსენოთ კრისტიან ერიქსენის გოლი საქართველოს კარში
12 ივნისს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე დანიისა და ფინეთის(0-1) მატჩში მომხდარმა ინციდენტმა მთელი მსოფლიო გააერთიანა.
დანიის ნაკრების ვარსკვლავს კრისტიან ერიქსენს პირველი ტაიმის მიწურულს გულის შეტევა მოუვიდა და ექიმებმა უმძიმესი მდგომარეობიდან გამოიყვანეს. საბედნიეროდ, მისი მდგომარეობა ახლა სტაბილურია და ჰოსპიტალიზირებულია.
შეიძლება ბევრმა არც იცოდეთ, თუმცა 29 წლის ნახევარმცველს გოლი საქართველოს ნაკრების კარშიც აქვს გატანილი. ეს იყო 2019 წლის ივნისში, როცა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე კოპენჰაგენში ადგილობრივ ნაკრებთან 5-1 დავმარცხდით, ერიქსენმა კი იმ მატჩში ლორიას პენალტი გაუტანა, თუმცა ქართველი მეკარე მიზანთან ახლოს იყო.
იმ შეხვედრაში საქართველოდან ერთადერთი გოლი საბა ლობჟანიძემ ვაკო გვილიას გადაცემით გაიტანა.
3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა - ოთარ კაკაბაძის ახალი გუნდი ცნობილია