ავტორიზაცია

რამდენი გამოიმუშავა ბასილაშვილმა ჰალეს ტურნირის ნახევარფინალში გასვლით?

რამდენი გამოიმუშავა ბასილაშვილმა ჰალეს ტურნირის ნახევარფინალში გასვლით?
თარიღი 19 ივნ 2021, 17:55

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის 500-იან ტურნირზე ნახევარფინალში გავიდა და ფარხმალი რუს ანდრეი რუბლევთან დაყარა.

გერმანიის ქალაქში მიმდინარე ტურნირის საპრიზო ფონდი ჯამურად 1.138.605 ევროს შეადგენს, საიდანაც გამარჯვებულს 113.785 ათასი ევრო ეკუთვნის.

ფინალში დამარცხებული ჩოგბურთელი შინ 84.075 ათასი ევროთი მიდის, ნახევარფინალისტებს კი 59.860 ათასი ევრო ეკუთვნით.

რაც შეეხება ქულებს, 500-იან ტურნირზე ნახევარფინალში გასვლამ ბასილაშვილს 180 სარეიტინგო ქულა მოუტანა.

შემდეგი ტურნირი, რომელშიც ქართველი მონაწილეობას მიიღებს - გრენდ სლემი „უიმბლდონია", რომელიც 28 ივნისს დაიწყება და 11 ივლისამდე გაგრძელდება.