ავტორიზაცია

ლევან შენგელია დინამო თბილისში? - კახა ცხადაძის კომენტარი

ლევან შენგელია დინამო თბილისში? - კახა ცხადაძის კომენტარი
თარიღი 19 ივნ 2021, 18:30

რამდენიმე დღის წინ მოგახსენეთ, რომ ლევან შენგელიას შეძენით "დინამო თბილისია" დაინტერესებული.

ამასთან დაკავშირებით ჩვენთან კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ გააკეთა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის შესაძლო გადაბირებაზე ისაუბრა.

"დასამალი არაფერია და პირდაპირ ვიტყვი, რომ კლუბის პრეზიდენტი შენგელიასთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ზოგადად, უცხოეთში წასული ფეხბურთელის სამშობლოში დაბრუნება იოლი საქმე არ არის, სამუშაოები მიმდინარეობს და ვნახოთ, რა იქნება", - განაცხადა ცხადაძემ.