გადაწყვეტილია: გიორგი კოხრეიძე კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს

საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გიორგი კოხრეიძე კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, გადაწყვეტილია, რომ კოხრეიძე ფრანგულ "გრენობლეში" ითამაშებს.
ჩვენი ცნობით, ის საფრანგეთში ხუთშაბათს გაემგზავრება და კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
კოხრეიძეს მძიმე ტრავმა ჰქონდა, რის გამოც დიდი დრო გაუცდა და ახლაც რეაბილიტაციის პროცესშია.
რაც შეეხება "გრენობლეს", ისინი ლიგა 1-ში გადასვლასთან ახლოს იყვნენ, თუმცა ამ სეზონშიც ლიგა 2-ში ითამაშებენ.