ავტორიზაცია

VIDEO: გრიზმანის გოლი უნდა გაუქმებულიყო — უნგრეთს გამარჯვება წაართვეს?

თარიღი 19 Jun 2021, 20:17

2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის ეგიდით, უნგრეთისა და საფრანგეთის (1:1) შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, მაიკლ ოლივერმა სადავო გადაწყვეტილება მიიღო, ანტუან გრიზმანის გოლი ჩათვალა, რომელმაც გადაცემა კილიან მბაპესგან მიუვიდა.

წამებით ადრე ფრანგების 22 წლის თავდამსხმელი ბურთს მხრით შეეხო, შემდეგ კი საგოლე გადაცემა გააკეთა. საკითხავია, მხრის რომელი ნაწილით ითამაშა მბაპემ, ბურთის დამუშავებისას, - დასაშვებით თუ არა.

ვიდეოარბიტრი კრისტოფერ კავანა კოლეგის მოქმედებაში არ ჩაერია, კარის აღება ძალაში დარჩა, მსოფლიო ჩემპიონებმა ანგარიში გაათანაბრეს.

მოგეხსენებათ, საფრანგეთი ორი ტურის შემდეგ F ჯგუფის სატურნირო ცხრილში 4 ქულით პირველ ადგილს იკავებს.