ავტორიზაცია

VIDEO: საოცარი კადრები — საფრანგეთთან მატჩის შემდეგ, უნგრელებმა ქვეყნის ჰიმნი ფანებთან ერთად შეასრულეს

თარიღი 19 Jun 2021, 20:35

საფრანგეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში უნგრეთთან ვერ მოიგო - მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

შეხვედრა ბუდაპეშტში, სტადიონ "ფერენც პუშკაშზე" გაიმართა.

მატჩის დასრულების შემდეგ, უნგრელი ფეხბურთელები კვლავ ტრიბუნებთან მივიდნენ და ქვეყნის ჰიმნი გულშემატკივრებთან ერთად შეასრულეს.

უნგრელები ანალოგიურად მოიქცნენ პორტუგალიასთან გამართული შეხვედრის შემდეგაც, სადაც 0:3 განადგურდნენ.

ბუდაპეშტის სტადიონი 67 215 ადამიანს იტევს. ევრო 2020-ის მასპინძელი ქალაქებიდან მხოლოდ უნგრეთის დედაქალაქშია დაშვებული არენის 100 პროცენტით შევსება.