"მის ოსტატობაში ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს", - დეშამი ბენზემას უგოლო სერიას ეხმაურება
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა უნგრეთთან (1:1) სენსაციურად დაკარგული ქულების შემდეგ გუნდის ფორვარდ კარიმ ბენზემას შესახებ ისაუბრა.
52 წლის სპეციალისტის განცხადებით, არ აწუხებს ის ფაქტი, რომ "რეალის" ფორვარდი ევრო 2020-ზე თავის გოლით გამოჩენას ვერ ახერხებს.
"ბენზემას ოსტატობაში ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს. ვიცით, რომ წარმოუდგენელი რაღაცების კეთება შეუძლია, როგორც ჩვენს ნებისმიერ სხვა ფორვარდს".
"უბრალოდ ვერ გააქვს, რასაც ამხანაგურ მატჩებში აკეთებდა, თუმცა დიდი გამოცდილება აქვს. ვიცი, ამის გამოყენება შეუძლია. მისი მჯერა და ეს იცის", - ციტირებს უეფას ოფიციალური საიტი დეშამის სიტყვებს.
მოგეხსენებათ, საფრანგეთი ორი ტურის შემდეგ F ჯგუფის სატურნირო ცხრილში 4 ქულით პირველ ადგილს იკავებს.