სატრანსფერო საგა დასრულდა — მემფის დეპაი ბარსელონას ფეხბურთელია!

"ლიონისა" და ჰოლანდიის ნაკრების თავდამსხმელი, მემფის დეპაი "ბარსელონაში" ითამაშებს.
კატალონიურმა გრანდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 27 წლის ფეხბურთელი კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და გუნდში 2022/23 წლების სეზონამდე დარჩება.
დეპაი "ბარსას" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება: "ლიონთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა მას 30 ივნისს ეწურება.
გასულ სეზონში მემფისმა ლიგა 1-ში 37 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.
მოგეხსენებათ, ამჟამად ჰოლანდიელი ფეხბურთელი 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე იღებს მონაწილეობას.