ავტორიზაცია

ვინ დასახელდა პორტუგალია - გერმანიის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად?

ვინ დასახელდა პორტუგალია - გერმანიის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად?
თარიღი 19 Jun 2021, 22:30

2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის ეგიდით, გერმანიის ნაკრებმა პორტუგალია ანგარიშით 4:2 დაამარცხა.

აღნიშნული დაპირისპირების საუკეთესო ფეხბურთელად "ბუნდესთიმის" მცველი, რობინ გოსენსი დასახელდა, რომელმაც გოლი და შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ამ გამარჯვების შემდეგ, გერმანიის აქტივში 3 ქულაა და F ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს, პორტუგალიელებს (3 ქულა) იოაჰიმ ლიოვის შეგირდები ურთიერთშეხვედრაში მოგების ხარჯზე ჯობნიან. ლიდერი საფრანგეთია (4 ქულა), მეოთხე პოზიციაზე კი უნგრეთია (1 ქულა).

ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში გერმანელები მიუნხენში უნგრელებს დაუპირისპირდებიან, პორტუგალიის ნაკრები კი ბუდაპეშტში საფრანგეთს შეხვდება. ორივე მატჩი 23 ივნისს გაიმართება.