ავტორიზაცია

პორტუგალიამ დიდ ტურნირზე ოთხი გოლი ისტორიაში მეორედ გაუშვა — ორივეჯერ გერმანიისგან

პორტუგალიამ დიდ ტურნირზე ოთხი გოლი ისტორიაში მეორედ გაუშვა — ორივეჯერ გერმანიისგან
თარიღი 19 Jun 2021, 22:36

2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის ეგიდით, გერმანიამ პორტუგალიის ნაკრებს ოთხი გოლი გაუტანა.

აღსანიშნავია, პორტუგალიელებმა დიდ ტურნირზე ოთხი გოლი ისტორიაში მეორედ გაუშვეს.

გამოსარჩევი ფაქტია, რომ პირველად პორტუგალიის კარი 4-ჯერ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე აიღეს, ეს მაშინაც "ბუნდესთიმმა" მოახერხა.

ამ გამარჯვების შემდეგ, გერმანიის აქტივში 3 ქულაა და F ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს, პორტუგალიელებს (3 ქულა) იოაჰიმ ლიოვის შეგირდები ურთიერთშეხვედრაში მოგების ხარჯზე ჯობნიან. ლიდერი საფრანგეთია (4 ქულა), მეოთხე პოზიციაზე კი უნგრეთია (1 ქულა).

ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში გერმანელები მიუნხენში უნგრელებს დაუპირისპირდებიან, პორტუგალიის ნაკრები კი ბუდაპეშტში საფრანგეთს შეხვდება. ორივე მატჩი 23 ივნისს გაიმართება.