ევრო 2020, მეტსახელად "ავტოგოლი" — ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ახალი რეკორდი დამყარდა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის ეგიდით, გერმანიის ნაკრებმა პორტუგალია ანგარიშით 4:2 დაამარცხა.
გამოსარჩევი ფაქტია, რომ აღნიშნული დაპირისპირების პირველ ნახევარში ორი ავტოგოლი გავიდა — ორივე პორტუგალიელთა კარში.
4-წუთიან მონაკვეთში, 35-ე და 39-ე წუთებზე, საკუთარ კარში ბურთი ჯერ რუბენ დიაშმა ჩაჭრა, შემდეგ კი რაფაელ გერეირომ.
ევრო 2020-ზე უკვე 4 ავტოგოლი გავიდა, რაც ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ახალი რეკორდია.
წინა რეკორდი ევრო 2016-ზე დამყარდა, სადაც ფეხბურთელებმა თავიანთ კარში ბურთი 3-ჯერ ჩაჭრეს.