ავტორიზაცია

პსჟ-ს კონკურენტი მხოლოდ ბარსა არ ყოფილა — აგენტმა დაასახელა კიდევ 3 კლუბი, რომელსაც ვეინალდუმი სურდა

პსჟ-ს კონკურენტი მხოლოდ ბარსა არ ყოფილა — აგენტმა დაასახელა კიდევ 3 კლუბი, რომელსაც ვეინალდუმი სურდა
თარიღი 20 ივნ 2021, 00:21

მოგეხსენებათ, ჟორჟინიო ვეინალდუმი ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით "ლივერპულიდან" "პსჟ"-ში გადავიდა.

30 წლის ჰოლანდიელის აგენტმა, ჰამფრი ნეიმანმა მისი კლიენტის პოტენციურ კლუბთა მთელი სია გამოაცხადა.

"რა თქმა უნდა, "ლივერპულმა" მისი შენარჩუნება სცადა. ყველაფერი საკმაოდ ადრე დაიწყო. იანვარში ინტერესი გამოიჩინა "ინტერმა". იყო შეთავაზება ჯინისთვის, მაგრამ გაჩნდა პრობლემები ჩინეთიდან ფულის გამოტანასთან დაკავშირებით, ამიტომაც "ინტერმა" თავისი დაპირებების დაფინანსება ვერ მოახერხა".

"შემდეგ "იუვენტუსის" დირექტორმა დარეკა. ამავდროულად, "პსჟ"-დან ლეონარდო დამიკავშირდა. ვიცოდით, რომ კუმანს "ბარსელონაში" ჟორჟინიოს მიყვანა უნდოდა. მოგვიანებით საქმეში ჩაერთო "ბაიერნიც", - ციტირებს აგენტის სიტყვებს Goal.

მოგეხსენებათ, "პსჟ"-მ ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელის ტრანსფერი 10 ივნისს დაადასტურა. ვეინალდუმმა პარიზელებთან 2024 წლის 30 ივნისამდე გათვლილ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.