ავტორიზაცია

გრიზმანი: "სავსე ტრიბუნების წინაშე თამაშს გადავეჩვიეთ"

გრიზმანი: "სავსე ტრიბუნების წინაშე თამაშს გადავეჩვიეთ"
თარიღი 20 Jun 2021, 10:40

საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა, ანტუან გრიზმანმა, უნგრეთთან მატჩი შეაფასა, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა.

შეხვედრა ბუდაპეშტში, სავსე ტრიბუნების წინაშე გაიმართა. ევრო 2020-ზე ეს ერთადერთი ქალაქია, რომელსაც მაყურებლების სრული ანშლაგის მიღება შეუძლია.

„რთული მატჩი გამოვიდა, თან ამდენი ხალხით. სავსე ტრიბუნების წინაშე თამაშს გადავეჩვიეთ, სულ რაღაც არ გამოგვდიოდა. მოედანი კი მძიმე, მშრალი და ცხელი იყო. თუმცა, ამის შესახებ ჩვენ წინასწარ ვიცოდით.

შექმნილი მომენტები ვერ გამოვიყენეთ და ამის გამო დავისაჯეთ. ეს ევროპის ჩემპიონატია, სადაც უდიდესი გუნდები თამაშობენ. უნგრეთის წინააღმდეგაც კი რთულია სასურველი შედეგის მიღწევა.

მსოფლიო ჩემპიონატზეც არ ვყოფილვართ ადვილ ჯგუფში. პორტუგალიასთან მატჩის წინ, უნდა დავისვენოთ და ძალები აღვიდგინოთ, ჩვენს წარმატებაში დარწმუნებული ვარ. ისეთივე დონეზე უნდა ვითამაშოთ, როგორც გერმანიასთან მატჩში.“ - ციტირებს გრიზმანის სიტყვებს L’Equipe.