ავტორიზაცია

მორატა: "ჩვენც ვიცით, რომ გენიოსების შემდეგი თაობა ვართ და მათი ჩანაცვლება ჩვენთვის რთულია"

მორატა: "ჩვენც ვიცით, რომ გენიოსების შემდეგი თაობა ვართ და მათი ჩანაცვლება ჩვენთვის რთულია"
თარიღი 20 ივნ 2021, 10:51

ესპანეთის ნაკრების ფორვარდმა, ალვარო მორატამ, „ფურია როხას“ თავს დამტყდარ კრიტიკაზე ისაუბრა. 

გუშინ, ესპანეთის ეროვნულმა გუნდმა პოლონეთს ვერ მოუგო და ევრო 2020-ზე ზედიზედ მეორე ფრე ითამაშა, ამჯერად არა 0:0, არამედ 1:1.

„ხალხის საუბრის მოსმენა არაფერში არ გამოგვადგება, იმიტომ რომ ისინი მოუთმენლად ელიან შანსს, რომ დაგვეტაკონ და გაგვაკრიტიკონ.

ზოგჯერ, როცა დიდი ნაკრებები ასეთ ტურნირზე გადის, გულშემატკივრები მათ გარშემო ერთიანდებიან და ქვეყანაში ერთიანობა სუფევს. ჩვენც კარგად ვიცით, რომ გენიოსების შემდგომი თაობა ვართ და მათი ჩანაცვლება ჩვენთვის ისედაც რთულია, მაგრამ საკუთარი თავის უნდა გვჯეროდეს.

ეს გუნდური სპორტის სახეობაა. თუ ვერ მოვიგებთ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, გავიტანე მე გოლი თუ არა. იმედგაცრუებული ვარ, რომ სამი ქულა ვერ ავიღეთ. შემდეგი ბრძოლა ფინალის მსგავსი იქნება.“ - ციტირებს მორატას სიტყვებს Sky Sport Italia.

ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ესპანეთის მეტოქე სლოვაკეთი იქნება.