ავტორიზაცია

უკანასკნელად როდის ვერ მოიგო ესპანეთმა ევროპის ჩემპიონატზე საწყისი ორი მატჩი?

უკანასკნელად როდის ვერ მოიგო ესპანეთმა ევროპის ჩემპიონატზე საწყისი ორი მატჩი?
თარიღი 20 ივნ 2021, 10:43

ესპანეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საწყისი ორი მატჩიდან ვერცერთის მოგება ვერ მოახერხა.

OptaJose-ს ინფორმაციით, ასეთი რამ „ფურია როხას“ უკანასკნელად 1996 წელს მოუვიდა. მაშინ, ესპანელებმა საკუთარ ჯგუფში მეორე ადგილის დაკავება მოახერხეს და მეოთხედფინალში ინგლისთან დამარცხდნენ.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ზე, ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ლუის ენრიკეს შეგირდები პოლონეთს 1:1 დაუზავდნენ.

მატჩში ანგარიში ალვარო მორატამ გახსნა, თუმცა რობერტ ლევანდოვსკიმ წონასწორობა აღადგინა და პოლონეთი ბრძოლაში გატოვა. 

„ფურია როხას“ მატჩის მოგების შანსიც ჰქონდა, თუმცა ხერარდ მორენომ მეორე ნახევარში თერთმეტმეტრიანი გააფუჭა და ესპანეთმა ზედიზედ მეორედ ფრე ითამაშა - პირველ ტურში გუნდი შვედეთის ნაკრებს უგოლოდ დაუზავდა.