"არ მეგონა, სტოკი ასეთი კარგი თუ იყო", - ბეილმა რობერტო მანჩინის სიტყვებს უპასუხა
!["არ მეგონა, სტოკი ასეთი კარგი თუ იყო", - ბეილმა რობერტო მანჩინის სიტყვებს უპასუხა](http://storage.goal.ge/uploads/posts/6k2h5bbBeBKyY2m0lBfs8kq7x8rodnvQ.jpg)
უელსის ნაკრების კაპიტანმა და თავდამსხმელმა, გარეტ ბეილმა, იტალიის ნაკრების მწვრთნელის სიტყვებზე გააკეთა კომენტარი.
პრესკონფერენციაზე, მანჩინიმ თქვა: „უელსთან მატჩი ფიზიკური თვალსაზრისით რთული იქნება, იმიტომ რომ „სტოკი“ - ძლიერი გუნდია, მაგრამ მისი ფეხბურთელები ამასთანავე ტექნიკურებიც არიან.“
თავის მხრივ, ბეილს ჰკითხეს, თუ რას ფიქრობს თავისი ნაკრების სტოკთან შედარებაზე: „არ ვიცოდი, „სტოკი“ ამდენად კარგი თუ იყო.“ - აღნიშნა მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა.
მატჩი იტალია - უელსი დღეს, 20:00 საათზე დაიწყება.