უნგრელი ფანები პოგბას და კანტეს მაიმუნის ხმების გამოცემით აჯავრებდნენ

საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველები, პოლ პოგბა და ნგოლო კანტე, უნგრეთთან მატჩში რასისტული შეურაცხყოფების მსხვერპლნი გახდნენ.
L’Equipe-ს ინფორმაციით, იმ მომენტებში, როცა ერთ-ერთი მათგანი ბურთით იყო, ტრიბუნებიდან მაიმუნის გამაჯავრებელი ხმები ისმოდა.
აღინიშნება, რომ მსგავსი რამ მატჩის პირველ ტაიმში რამდენჯერმე მოხდა - ამის შესახებ პირველებმა სტადიონზე მყოფმა ფოტოგრაფებმა განაცხადეს.
განსაკუთრებით ხაზგასმით აღინიშნება, რომ მაიმუნის ხმები ისმოდა ტრიბუნის იმ ნაწილიდან, რომელზეც უნგრელი ულტრასები - ანუ გუნდის ოფიციალური ფანკლუბი იჯდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართული მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.