მემფის დეპაის პირველი კომენტარი ბარსელონაში გადასვლის შემდეგ

"ბარსელონას" ჰოლანდიელი ახალწვეული, მემფის დეპაი კატალონიურ გრანდში გადასვლას გამოეხმაურა.
"იოცნებე დიადზე, ბიჭო. იცონებე დიადზე. ახალ კლუბში გადასვლით ძალიან გახარებული ვარ", - წერს 27 წლის შემტევი სოციალურ ქსელში.
მოგეხსენებათ, დეპაი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
მემფისმა საფრანგეთის ჩემპიონატის 2020/21 წლების სეზონის გათამაშებაში 36 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
დეპაი "ლიონში" 2017 წლიდან ასპარეზობდა, იქამდე კი "პსვ"-სა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას იცავდა.