"ყოველთვის ბანანი უჭირავს ხელში და იღიმის", - გრიზმანი ჟირუზე
საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა თანაგუნდელ ოლივიე ჟირუს შესახებ ისაუბრა.
"მაგიდასთან ერთად ვსხედვართ, ყოველთვის ბანანი უჭირავს ხელში და იღიმის. გასახდელში ყველაფერს აკეთებს, გუნდს ესაუბრება. მოედანზე და ვარჯიშებზე მთელი 100 პროცენტით იხარჯება".
"გუნდში ასეთი თავდამსხმელის ყოლა გამონაკლისია", - ციტირებს გრიზმანის სიტყვებს RMC Sport.
მოგეხსენებათ, ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში საფრანგეთის ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება. მატჩი 23 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.