ჩელსის კანტეს მომავალზე გადაწყვეტილება მიღებული აქვს — ფაბრიციო რომანო
ლონდონის "ჩელსის" ხელმძღვანელობა ნახევარმცველ ნ'გოლო კანტეს შენარჩუნებას გეგმავს.
როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, "არისტოკრატები" 30 წლის ფრანგს უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ.
კანტე "ჩელსის" ღირსებას 2016 წლიდან იცავს, მოქმედი ხელშეკრულების ვადა მას 2023 წლის ზაფხულში ეწურება.
2020/21 წლების სეზონში ლონდონელთა ერთ-ერთმა ლიდერმა 48 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. კანტე ჩემპიონთა ლიგის ფინალში "მანჩესტერ სიტისთან" (1:0) მოგებული მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.