ავტორიზაცია

ბოლო დეტალებიც შეთანხმებულია, მესის მომავალი გაირკვა — იტალიელი ჟურნალისტი

ბოლო დეტალებიც შეთანხმებულია, მესის მომავალი გაირკვა — იტალიელი ჟურნალისტი
თარიღი 20 ივნ 2021, 20:20

"ბარსელონას" კაპიტანი, ლიონელ მესი კატალონიურ გრანდში რჩება, იტყობინება ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

გავრცელებული ცნობით, 33 წლის არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" ახალი კონტრაქტის ბოლო დეტალებიც შეათანხმა.

როგორც აღინიშნება, მესი "ბლაუგრანას" ღირსებას 2023 წლამდე დაიცავს.

ახალი ხელშეკრულების მიხედვით, გადასახადების გადახდამდე, ლეოს წლიური ანაზღაურება 60 მილიონი ევრო იქნება - "სუფთად" იგი დაახლოებით 35 მილიონს გამოიმუშავებს, იმაზე 53 მილიონით ნაკლებს, ვიდრე აქამდე იღებდა.

აგრეთვე, კონტრაქტში ჩაიდება პუნქტი, რომლის თანახმადაც 2022/23 წლების სეზონის ბოლოს არგენტინელი "ინტერ მაიამიში" გადავა - MLS-ის კლუბში. აშშ-ში მესი ორ სეზონს გაატარებს, იგივე ანაზღაურებით.

მოგეხსენებათ, ლეო "ბარსაში" 2005 წლიდან თამაშობს. 2020/21 წლების სეზონში მან 47 მატჩი ჩაატარა, 38 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.