ავტორიზაცია

მანჩესტერ სიტი მზადაა გრილიშის გამო პრემიერ ლიგის სატრანსფერო რეკორდი დაამხოს

მანჩესტერ სიტი მზადაა გრილიშის გამო პრემიერ ლიგის სატრანსფერო რეკორდი დაამხოს
თარიღი 20 Jun 2021, 20:28

"ასტონ ვილას" ნახევარმცველმა, ჯეკ გრილიშმა მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

როგორც ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Telegraph იტყობინება, 25 წლის ინგლისელი "მანჩესტერ სიტის" სურს და კლუბის ხელმძღვანელობა მზად არის მის გამო პრემიერ ლიგის სატრანსფერო რეკორდი დაამხოს.

ამ დროისთვის, ინგლისურ კლუბებს შორის, ყველაზე მეტი "მანჩესტერ იუნაიტედს" აქვს გადახდილი - 89 მილიონი ფუნტი, პოლ პოგბას სანაცვლოდ.

2020/21 წლების სეზონში გრილიშმა პრემიერ ლიგაში 26 მატჩი ჩაატარა და 6 გატანილი ბურთით გამოიჩინა თავი.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე, "ასტონ ვილას" კაპიტანი ინგლისის ნაკრების რიგებში ევრო 2020-ზე იღებს მონაწილეობას.