ავტორიზაცია

ლაპორტა: "სუპერლიგა ცოცხალია და როგორც კი სასამართლო აგვინთებს მწვანე შუქს, მსოფლიოს საუკეთესო ტურნირს შევქმნით"

ლაპორტა: "სუპერლიგა ცოცხალია და როგორც კი სასამართლო აგვინთებს მწვანე შუქს, მსოფლიოს საუკეთესო ტურნირს შევქმნით"
თარიღი 20 ივნ 2021, 22:06

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, სუპერლიგის პროექტზე ისაუბრა.

„სუპერლიგის პროექტი ცოცხალია და როგორც კი ჩვენ სასამართლო აგვინთებს მწვანე შუქს, ჩვენ შევქმნით მსოფლიოს საუკეთესო ტურნირს, რომელში შემოსვლაც ყველას ენდომება.

ისინი გვაშინებდნენ, ზეწოლას ახორციელებდნენ, ზოგ კლუბს ბოდიშის მოხდა და ჯარიმების გადახდა დაავალეს, მაგრამ ახლა შეხედეთ, რა მოხდა. დრომ დაამტკიცა, რომ მართლები ჩვენ ვართ.

არ არის შემთხვევითობა, რომ ერთ-ერთმა კერძო პიროვნების საკუთრებაში მყოფმა კლუბმა, რომელმაც სუპერლიგაზე უარი თქვა, ახლა უფრო მეტ ფულს დებს თავის გუნდში და ფეხბურთელების ხელფასების გაორმაგებაც შეუძლია.

რეალურად, სუპერლიგის ნამდვილი დამფუძნებლები „ლივერპული“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ იყვნენ.“ - აღნიშნა ლაპორტამ.

შეგახსენებთ, რომ აპრილში სუპერლიგის შექმნის შესახებ განცხადება ევროპის 12-მა კლუბმა გააკეთა, თუმცა სახალხო უკმაყოფილების გამო, პროექტის დატოვების განცხადება 48 საათზე ნაკლებში გააკეთეს და მათ უეფამ მცირე ჯარიმის გადახდაც დაავალა. პროექტში დარჩენილ „რეალს", „ბარსელონას" და „იუვენტუსს" უეფა ჩემპიონთა ლიგიდან დისკვალიფიკაციით ემუქრებოდა, თუმცა ვერაფერს გახდა.