"საკუთარ თავში ეჭვი არ ეპარება და მზადაა გაიტანოს", - გრიზმანი ბენზემას უგოლო სერიაზე
საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა თანაგუნდელ კარიმ ბენზემას შესახებ ისაუბრა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე თავის გამოჩენა ჯერ ვერ მოახერხა.
"კარიმს საკუთარ თავში ეჭვი არ ეპარება და მზად არის გაიტანოს, ყველა თავდამსხმელის მსგავსად. ძალიან გვეხმარება. ყველაფერი კიდევ უფრო უკეთესად იქნება, როცა გაიტანს".
"მას ყველა მხარს ვუჭერთ. მოთმინებაა საჭირო. მომენტები აქვს, რაც მთავარია", - ციტირებს გრიზმანის სიტყვებს Marca.
ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნიტ ტურში საფრანგეთი 23 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება. მატჩი სტარტს თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს.