ავტორიზაცია

კვლავ პსჟ — პარიზელები ბარსელონას კიდევ ერთი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ეცილებიან

კვლავ პსჟ — პარიზელები ბარსელონას კიდევ ერთი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ეცილებიან
თარიღი 20 ივნ 2021, 23:32

"პსჟ" "ატალანტასა" და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველ რობინ გოსენსისადმი იჩენს ინტერესს.

26 წლის ფეხბურთელისადმი ინტერესს "ბარსელონა" იჩენს, მაგრამ პარიზელები მზად არიან უკეთესი შეთავაზება გააკეთონ, წერს გავლენიანი გამოცემა Marca.

ბერგამოელები თავიანთი ნახევარმცველის სანაცვლოდ მინიმუმ 35 მილიონ ევროს ითხოვენ.

რამდენიმე კვირის წინ, "ატალანტამ" გოსენს კონტრაქტი 2023 წლამდე გაუხანგრძლივა. ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხის პუნქტი არ დევს.

სერია ა-ს გასულ გათამაშებაში გოსენსმა 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 11 გოლი გაიტანა.