ავტორიზაცია

"სასიამოვნო მომენტით ტკბობა მერჩივნა", - გოსენსი იმაზე, თუ რატომ აღარ სთხოვა რონალდუს მაისური

"სასიამოვნო მომენტით ტკბობა მერჩივნა", - გოსენსი იმაზე, თუ რატომ აღარ სთხოვა რონალდუს მაისური
თარიღი 20 Jun 2021, 10:34

„ატალანტას“ და გერმანიის ნაკრების მცველმა, რობინ გოსენსმა, პორტუგალიასთან (4:2) მოეგბული მატჩი შეაფასა, რომელშიც ის საუკეთესოდ დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, გოსენსს „ატალანტა“ – „იუვენტუსის“ მატჩის შემდეგ სურდა პორტუგალიელ სუპერვარსკვლავთან მაისურების გაცვლა, მაგრამ რონალდუსგან უარი მიიღო და თავად აღნიშნა, რომ ძალიან დარცხვენილი დარჩა.

„არც კი ვიცი, საიდან დავიწყო. ცალსახაა, რომ ეს ჩემთვის დაუვიწყარი საღამოა. ნამდვილად ძლიერი გუნდი დავამარცხეთ, მე კი ევროზე ჩემი პირველი გოლი გავიტანე და შემდეგ, საგოლე გადაცემაც მივამატე. ამაყი და ბედნიერი ვარ. ვიცოდით, რომ მოგება გვჭირდებოდა, იმიტომ რომ პორტუგალიასთან მატჩში მარცხი პლეი-ოფში გასვლის მინიმალურ შანსს დაგვიტოვებდა. 

რაც შეეხება რონალდუს მაისურს, ამჯერად მისთვის არ მითხოვია, იმიტომ რომ მინდოდა, გამარჯვებით და სასიამოვნო საღამოთი სიამოვნება მიმეღო.“ - ციტირებს გოსენსის სიტყვებს Sky Sports.