"უნიკალური და სრულყოფილია", - პორტუგალიასთან მატჩის წინ, გრიზმანმა რონალდუ შეაქო
საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა პორტუგალიის ნაკრების ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.
"ყველას შთაგვაგონებს. უნიკალური და სრულყოფილია, როგორც ყოველთვის, ორივე ფეხით და თავით იტანს".
"ნებისმიერისთვის მისაბაძი მაგალითია, ვინც თავის გზას იწყებს", - ციტირებს გრიზმანის სიტყვებს Marca.
მოგეხსენებათ, ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ერთმანეთს საფრანგეთი და პორტუგალია დაუპირისპირდებიან. მატჩი 23 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.