დადასტურდა: დემბელე ევრო 2020-ზე ვეღარ ითამაშებს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემტევი, ოსმან დემბელე ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატზე ვეღარ ითამაშებს.
"მამლების" ვინგერმა დაზიანება მიიღო უნგრეთთან (1:1) შეხვედრაში, რის შემდეგაც მან ეროვნული ნაკრების განკარგულება დატოვა.
აღსანიშნავია ის, რომ "ბარსელონას" გარემარბი მოედანზე შემოვიდა სათადარიგოთა სკამიდან და ცოტა ხანში მას ტრავმის გამო გასვლა მოუწია.
როგორც ვხედავთ, კატალონიელთა მე-11 ნომრის უიღბლო პერიოდი გრძელდება როგორც კლუბში, ისე "ლურჯების" რიგებშიც.
წარმოშობით მავრიტანელი ფლანგელი "სამფეროვნებში" თამაშობს 2016 წლიდან და მან მოასწრო 27 მატჩის ჩატარება და 4 გოლის გატანა.