ავტორიზაცია

გრიზმანს საფრანგეთის ნაკრებში ჯარიმების შესრულების უფლება ჩამოერთვა - ვინ იქნება ახალი დამრტყმელი?

გრიზმანს საფრანგეთის ნაკრებში ჯარიმების შესრულების უფლება ჩამოერთვა - ვინ იქნება ახალი დამრტყმელი?
თარიღი 21 Jun 2021, 17:11

ფრანგული გამოცემა RMC Sport საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ავტორიტეტული გაზეთი იტყობინება, ამიერიდან საფრანგეთის ნაკრებში პირდაპირი საჯარიმო დარტყმების ახალი შემსრულებელი იქნება.

აქამდე, ყველა დასარტყმელ და ჩასაწოდებელ ჯარიმას ნაკრებში ანტუან გრიზმანი ასრულებდა. თუმცა, როგორც ზემოთხსენებული წყარო ამბობს, ამიერიდან დასარტყმელ ჯარიმებს საკუთარ თავზე კილიან მბაპე აიღებს.

ამის ნათელი მაგალითი უკვე ვიხილეთ უნგრეთთან მატჩში, როცა ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმა სწორედ მბაპემ შეასრულა, თუმცა წარუმატებლად - მან ბურთი ცოცხალ კედელსაც და კარსაც გადააცილა.

რაც შეეხება ჩასაწოდებელ ჯარიმებს, მათ ისევ გრიზმანი შეასრულებს. 

საინტერესოა, რომ კილიან მბაპეს თავის კარიერაში ჯერ პირდაპირი საჯარიმო დარტყმით გოლი არასდროს გაუტანია.