ავტორიზაცია

ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დეპაის ბარსელონაში ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა

ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დეპაის ბარსელონაში ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა
თარიღი 21 ივნ 2021, 20:54

ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკ დე ბურმა განაცხადა, რომ შემტევ მემფის დეპაის "ბარსელონაში" გადასვლა ევრო 2020-ის მიმდინარეობისას ფეხბურთელის ფორმაზე დადებითად იმოქმედებს.

"მემფისისგან ყველანი მომატებას ველოდებით. ვფიქრობ, ახლა, ამ სატრანსფერო სიახლის შემდეგ, შეუძლია მოეშვას, თავიდან ამოიგდოს "ბარსელონაში" გადასვლასთან დაკავშირებული ფიქრები".

"ეს მას ზომების მიღმა რაღაცის ჩვენებაში დაეხმარება, რაც უმაღლეს დონეზე ასპარეზობაში დაეხმარება", - ციტირებს დე ბურის სიტყვებს The Telegraph.

მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" 27 წლის ჰოლანდიელი თავდამსხმელის ტრანსფერი 19 ივნისს დაადასტურა. კატალონიურ გრანდთან მემფისმა 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და გუნდში 2022/23 წლების სეზონის ბოლომდე დარჩება.