დეტალები ცნობილია — მანჩესტერი მზადაა პოგბა პრემიერ ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქციოს

"მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის ნახევარმცველი, პოლ პოგბა პრემიერ ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქციოს, წერს The Sun.
ცნობილი ბრიტანული გამოცემის თანახმად, "ეშმაკუნები" 28 წლის ფრანგს 5-წლიან კონტრაქტს შესთავაზებენ, კვირაში 400 ათას ფუნტიანი ხელფასით.
იმ შემთხვევაში, თუ პოგბა ამ წინადადებას დათანხმდება, 5 წელიწადში 104 მილიონს გამოიმუშავებს. როგორც აღინიშნება, "ემიუ" ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაიწყებს.
2020/21 წლების სეზონში პოგბამ "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით 42 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მოქმედი ხელშეკრულების ვადა საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელს მანიკუნიანელებთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.
19 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, პოგბას აგენტმა, მინო რაიოლამ თავისი კლიენტის "პსჟ"-ში შესაძლო ტრანსფერზე წინასწარი მოლაპარაკებები დაიწყო.