ნიცაში შეხვედრა შედგა - პოგბას სერიოზული მსურველი ჰყავს, მანჩესტერმა ფასი დაასახელა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური ნახევარმცველის, პოლ პოგბას სახელს უკავშირებდნენ მადრიდის "რეალსა" და ტურინის "იუვენტუსს", თუმცა ახლა მას სხვა მსურველი ჰყავს.
Le Parisien-ის თანახმად, ფრანგი ფლეიმეიქერით ინტერესდება "პარი სენ-ჟერმენი", რომელიც სწორედ ცენტრალური ხაზი გაძლიერებას ცდილობს.
"წითელი ეშმაკები" თავიანთი ფლეიმეიქერის გაყიდვის წინააღმდეგები არ არიან, თუმცა მხოლოდ ერთი პირობით - სანაცვლოდ 80 მილიონი ევროს მიღების შემთხვევაში.
იგივე წყაროს მტკიცებით, "მანკუნიანელთა" ექვსიანის აგენტი, მინო რაიოლა ნიცაში შეხვდა "პსჟ"-ს პრეზიდენტს, ნასერ ალ-ხელაიფის.
წარმოშობით გვინეელი გამთამაშებლის ფეთქებადი ხასიათის გათვალისწინებით, არაა გამორიცხული, რომ ის "ოლდ ტრაფორდიდან" რეალურად გაუშვან.
შეგახსენებთ, 28-წლის ჰავბეკი "მანჩესტერში" დაბრუნდა 2016 წელს და ამ დროის განმავლობაში მან მოასწრო 199 შეხვედრის ჩატარება და 38 ბურთის გატანა.
მანჩესტერ იუნაიტედი რონალდუს ზღაპრულ ხელფასს სთავაზობს — La Gazzetta dello Sport
VIDEO: "ისე, როგორც ჩემმა ძმებმა გააკეთეს", - ევრამ რონალდუ და პოგბა დატროლა