აზარმა რეალიდან სერხიო რამოსის წასვლაზე პირველი განცხადება გააკეთა
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი, ედენ აზარი გუნდიდან კაპიტან სერხიო რამოსის წასვლას გამოეხმაურა.
"რამოსს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. მასთან თამაშის გაგრძელება მინდოდა, ერთად ორი წელიწადი ვითამაშეთ", - ციტირებს ბელგიელის სიტყვებს Marca.
"ლიდერია, კიდევ ბევრ გოლს გაიტანს. რამოსი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია", - დასძინა აზარმა.
მოგეხსენებათ, "სამეფო კლუბმა" 35 წლის ესპანელი უკანახაზელის წასვლა 16 ივნისს ოფიციალურად დაადასტურა.
რამოსი "რეალის" ღირსებას 2005 წლიდან იცავდა, ამ ზაფხულს მას კლუბთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა ეწურება.