ფოტო: დონარუმამ ახალ გუნდში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა
"მილანის" გოლკიპერმა, ჯანლუიჯი დონარუმამ "პსჟ"-ში ტრანსფერის წინ სამედიცინო შემოწმება გაიარა.
აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
22 წლის იტალიელ კიპერს საჭირო გამოკვლევები პარიზელთა თანამშრომელთა მონაწილეობით რომში ჩაუტარდა.
მოგეხსენებათ, მხარეები 5-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ და დონარუმა "პსჟ"-ს ღირსებას 2026 წლამდე დაიცავს.
ახალგაზრდა კარის დარაჯს "მილანთან" ხელშეკრულების ვადა 30 ივნისს ეწურება და ახალ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.
დონარუმამ 2020/21 წლების სეზონში "მილანის" მაისურით 48 მატჩი ჩაატარა და კარი მშრალად 15-ჯერ შეინახა.