ჰოლანდიამ მაკედონია გაანადგურა, ავსტრიამ უკრაინას მოუგო და ფლეი ოფში გავიდა [VIDEO]
2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე A ჯგუფის შემდეგ C ჯგუფიც ოფიციალურად დასრულდა.
ჰოლანდიამ ძირითადი შემადგენლობით ჩრდილოეთ მაკედონიას 3:0 მოუგო, პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში კი ავსტრიამ უკრაინა მინიმალური ანგარიშით დაამარცხა - 1:0.
ჰოლანდია - მაკედონიის მატჩში ანგარიში 24-ე წუთზე მემფის დეპაიმ გახსნა, 51-ე წუთზე ჟორჟინიო ვეინალდუმმა გაიტანა, რომელმაც ზუსტად 7 წუთში მეორე გოლიც შეაგდო, დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
რაც შეეხება პარალელურ მატჩში მიმდინარე მოვლენებს - ავსტრიელები უკრაინელებთან მატჩში 21-ე წუთზე კრისტოფ ბაუმგარტნერის გოლით დაწინაურდნენ, რომელიც ერთადერთი აღმოჩნდა და სამი ქულაც მოიპოვეს.
ამრიგად, ჰოლანდიამ ჯგუფი 9 ქულით დაასრულა და პირველი ადგილით დამაჯერებლად გავიდა მერვედფინალში, ავსტრიას 6 ქულა დაუგროვდა და მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო მესამეზე უკრაინა გავიდა 3 ქულით. ჩრდილოეთ მაკედონია კი 0 ქულით ბოლო პოზიციას დასჯერდა.
ჰოლანდია 3-0 ჩრდილოეთ მაკედონია
უკრაინა 0-1 ავსტრია