ავტორიზაცია

EXCLUSIVE: ყაზახეთის ჩემპიონატში კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს!

EXCLUSIVE: ყაზახეთის ჩემპიონატში კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს!
თარიღი 21 ივნ 2021, 23:49

შოთა გრიგალაშვილისა და ელგუჯა ლობჯანიძის შემდეგ, ყაზახეთის ჩემპიონატში კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს.

GOAL.GE-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, ახალგაზრდა ქართველი ფორვარდი ლუკა იმნაძე კარიერას ყაზახურ "აკჟაიკიში" გააგრძელებს.

მოგეხსენებათ, იმნაძე გასულ სეზონში აზერბაიჯანულ "სებაილში" გამოდიოდა და კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

რაც შეეხება მის ახალ გუნდს, "აკჟაიკი" ყაზახეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მე-4 ადგილს იკავებს. იმნაძე ყაზახეთში ჩაფრინდა და ტრანსფერი მალე ოფიციალურად დადასტურდება

ცნობისთვის, ამ გუნდში ჩვენთვის კარგად ნაცნობი ლეგიონერები - სერგეი ლიტოვჩენკო და მიკოლა კოვტალიუკიც თამაშობენ.