ავტორიზაცია

ახლა უკვე ჩატარებული მატჩებითაც - მესიმ არგენტინის ნაკრებში ისტორიული რეკორდი გაიმეორა

ახლა უკვე ჩატარებული მატჩებითაც - მესიმ არგენტინის ნაკრებში ისტორიული რეკორდი გაიმეორა
თარიღი 22 ივნ 2021, 11:13

"ბარსელონას" კაპიტანმა, ლიონელ მესიმ არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა თავისი 147-ე შეხვედრა.

ეს ნიშნავს იმას, რომ "ალბისელესტეს" კაპიტანი დაეწია ხავიერ მასკერანოს, რომელიც ეროვნულ გუნდში ჩატარებული მატჩების მხრივ რეკორდსმენია.

ლეო "თეთრ-ლურჯების" ყოფილ საყრდენ ნახევარმცველს დაეწია პარაგვაისთან ჩატარებული თამაშით, რომელიც მისმა გუნდმა მინიმალური ანგარიშით მოიგო.

სამხრეთ ამერიკელთა შემდეგი მოწინააღმდეგე იქნება ბოლივია და იმ შემთხვევაში, თუ მოედანზე იქნება "ბლაუგრანას" ფორვარდიც, "ლივერპულის" ექს-ჩამშლელის რეკორდი დამხობილი იქნება.

შეგახსენებთ, კატალონიელთა ათიანი არგენტინის ნაკრებში თამაშობს 2005 წლიდან და ამ დროის განმავლობაში ხსენებულ 147 მატჩში მან 73 ბურთი გაიტანა.