ავტორიზაცია

სკალონი: "მესი გადაიღალა, მაგრამ რთულია, მასზე იმედები არ დაამყარო"

სკალონი: "მესი გადაიღალა, მაგრამ რთულია, მასზე იმედები არ დაამყარო"
თარიღი 22 ივნ 2021, 14:43

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, პარაგვაისთან 1:0 მოგების შემდეგ, გუნდის კაპიტან ლეო მესიზე ისაუბრა.

„რეალობა ისეთია, რომ მესის ყველა მატჩში უწევს მონაწილეობის მიღება. რთულია, ის შემადგენლობაში გყავდეს და მასზე არ დაამყარო იმედები. ის ძალიან დაიღალა, მაგრამ სხვაობას დღემდე ქმნის.

პარაგვაისთან მატჩში შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება შევიტანეთ და მიუხედავად ამისა, სამი ქულის მოპოვება მაინც მოვახერხეთ.“ - აღნიშნა სკალონიმ.

მესიმ, რომელსაც ზეგ 34 წელი უსრულდება, არგენტინის ნაკრების მიერ ივნისში ჩატარებულ 5-ვე მატჩში 90 წუთი ითამაშა, ორი 2022 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე და სამი - კოპა ამერიკაზე.