იაია ტურე: "აზარის უკანალი ხუმრობის ობიექტად იქცა, მაგრამ მისი სათამაშო სტილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია"
"ბარსელონასა" და "მანჩესტერ სიტის" ყოფილმა ნახევარმცველმა, იაია ტურემ "რეალისა" და ბელგიის ნაკრების გარემარბის, ედენ აზარის სათამაშო სტილზე ისაუბრა.
"მისი უკანალის ზომა ხუმრობის საგნად იქცა, მაგრამ მისი სათამაშო სტილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აზარი იმდენად საშიშია, რომ ბურთის მიღებისას არანაკლებ ხუთი წამი აქვს იქამდე, სანამ მცველები მას დაკეტავენ".
"სიტიში" თამაშიდან ვიცი, ის დრო, რომელსაც აზარი ბურთთან ერთად ატარებს, უნდა შეიზღუდოს".
"როცა აზარი ბურთს იღებს, უმალვე გრძნობს, მეტოქე მისკენ მირბის. ბოლო მომენტს ელოდება და უკანალს გზის დასაბლოკად იყენებს. ამრიგად, ის ფეხბურთელს იშორებს და თავისუფალ სივრცეს იქმნის, შეტევას იწყებს", - ციტირებს ტურეს სიტყვებს The Athletic.